უტარაკჰანდის წყალდიდობა (2021)
კაშხლის გვირაბში ჩარჩენილი ადამიანების სამაშველო ოპერაცია | |
თარიღი | 7 თებერვალი, 2021 |
---|---|
ადგილი | უტარაკჰანდი, ინდოეთი |
მიზეზი | მყინვარის ჩამოშლა |
გარდაცვალებები | 72 |
დაკარგულები | 200-მდე |
უტარაკჰანდი |
უტარაკჰანდის წყალდიდობა — 2021 წლის 7 თებერვალს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის[1] ნანდა-დევის ეროვნული პარკის მიდამოებში (ინდოეთი, უტარაკჰანდის შტატი) მომხდარი ბუნებრივი კატასტროფა.[2] სავარაუდო გამომწვევ მიზეზებად დასახელდა ზვავი, მეწყერი ან მყინვარული ტბის გარღვევა.[3][4] ძირითად მიზეზად კი მყინვარიდან დიდი ზომის ნაწილის მოწყვეტა სახელდება, რასაც შეეძლო გამოეწვია ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენები. მყინვარის მოწყვეტას უკავშირებენ ტემპერატურის მომატებას ან ძლიერ ნალექებს.[4] წყალდიდობა წარიმართა უპირატესად მდინარე დაულიგანგის ხეობაში.[5] დაანგრია ორი მშენებარე ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. დაღუპულებს, დაკარგულებსა და დაშავებულებს შორის უპირატესად ამ მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანები არიან, მათ შორისაა კაშხლის გვირაბში მოყოლილები.[4] სამაშველო ოპერაციას ატარებენ კატასტროფებზე რეაგირების ეროვნული ძალების რამდენიმე გუნდი, ასევე მესაზღვრეები და ადგილობრივი მაშველები.[5] რამდენიმე სოფლიდან განხორციელდა ხალხის ევაკუაცია. მთავრობამ ჩრდილოეთის რეგიონები საშიშ ზონებად გამოაცხადა.[6] ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 72 ადამიანი, 200-მდე კი დაკარგულად ითვლება.[7]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ India: Properties inscribed on the World Heritage List. UNESCO. ციტირების თარიღი: 9 თებერვალი, 2021
- ↑ „Uttarakhand flood wreaks death, damage“. The Indian Express. 8 თებერვალი, 2021. ციტირების თარიღი: 8 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „India floods: Scores missing after glacier smashes Uttarakhand dam“. BBC News (ინგლისური). 7 თებერვალი, 2021. ციტირების თარიღი: 7 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 4.0 4.1 4.2 „Сход ледника в Индии: 11 человек погибли, 145 пропали без вести“. BBC News Русская служба (რუსული). ციტირების თარიღი: 9 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ 5.0 5.1 „ინდოეთში მყინვარის ჩამოშლისა და მისგან გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა“. 1TV. ციტირების თარიღი: 9 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „ინდოეთში ჰიმალაის მყინვარის მოწყვეტის შედეგად სავარაუდოდ 150-მდე ადამიანი დაიღუპა“. imedinews.ge. ციტირების თარიღი: 9 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)[მკვდარი ბმული] - ↑ „Uttarakhand glacier burst: Death toll rises to 72“. The Times of India. 27 თებერვალი, 2021. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)